[su_quote] როდესაც დაახლოებით ორი წლის წინ აქ ვიყავი და ვამბობდი, რომ ვღელავდი მდინარე კოლორადოს დაშრობაზე, ყველა ისე მიყურებდა, თითქოს გიჟი ვიყავი. ისინი ასევე მიყურებდნენ, როცა ვთქვი, რომ ვღელავ, პუტინის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებაზე. ეს რეალურია. [/su_quote]
– აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.
შეგახსენებთ, ბაიდენმა ბელარუსში რუსეთის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსება “აბსოლუტურად უპასუხისმგებლო“ ნაბიჯად შეაფასა.
გასულ კვირას ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის მიღება დაიწყო, რომელიც მისი თქმით, სამჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე 1945 წელს აშშ-ის მიერ ჰიროსიმასა და ნაგასაკში ჩამოგდებული ატომური ბომბები.