ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სასწრაფოდ: არეულობა თსუ-ში – სტუდენტებს სენატის სხდომაზე არ უშვებენ

თსუ-ში ამ წუთებში სტუდენტებს იმ ოთახში არ უშვებენ, სადაც სენატის სხდომა მიმდინარეობს. „მეტრონომის“ კორესპონდენტის ინფორმაციით, სტუდენტებმა იცოდნენ, რომ სენატის სხდომა საჯარო იქნებოდა, მაგრამ ოთახის კარი გადაკეტილია, ხოლო ირგვლივ პოლიციაა მობილიზებული. ერთ-ერთი სტუდენტის თქმით, პოლიცია მას უხეშად მოექცა და  ფიზიკური ძალის გამოყენებით, კერძოდ, თავში ჩარტყმით აიძულა უკანდახევა. თსუ-ში ათეულობით სტუდენტია თავმოყრილი. ისინი სენატის სხდომაზე დაშვებას ელიან.

შეგახსენებთ, რომ თსუ-ში ბოლო ორი კვირაა სტუდენტები საპროტესტო აქციებს თვითმმართველობის წინააღმდეგ მართავენ. ირაკლი კუპრაძე აღნიშნულ უნივერსიტეტში თვითმმართველობის ყოფილი ერთ-ერთი თავმჯდომარის, გიორგი გაფრინდაშვილის კანცლერად არჩევას სხვა სტუდენტებთან ერთად აპროტესტებს. პარალელურად, სტუდენტებმა იმ უშიშროების სამსახურის თანამშრომლების ვინაობა ამხილეს, რომლებიც საუნივერსიტეტო შიდა საქმეებში და კანცლერის არჩევნებში უხეშად ერევიან. კუპრაძე „მეტრონომთან” ამბობს, რომ ბათუმში, მის სახლში, სავარაუდოდ ძალოვანი უწყებების ორი თანამშრომელი მივიდა და მასთან ერთად, მისი ოჯახის წევრების შესახებ ინფორმაცია მოითხოვა.

 

იტვირთბა....