ჯანდაცვა

როგორ მივხედოთ ვენების გაგანიერებას – შეხვდით ზაფხულს ლამაზი ფეხებით

ვენების დაავადება ზაფხულში აქტიურდება, რადგან მეტი ჩივილი აქვს პაციენტს და ვიზუალურადაც ჩანს. ზაფხულში ქალბატონების სისხლში წებოვნება მატულობს, ამიტომ სისხლის მოძრაობა შედარებით გაძნელებულია, ამიტომ სიმხურვალე, წვა,  მოძრაობის გაძნელება ზაფხულში უფრო იჩენს თავს.

ვენური დაავადებების პრობლემა მაშინაც კი არსებობს, თუ ის არ ჩანს და მხოლოდ ჩივილებს გრძნობს ადამიანი.  პაციენტების უმრავლესობა უჩივის სიმძიმის შეგრძნებას, შესივებას, წვას, კრუნჩხვას, ე.წ. კუნთის გაკვანძვას მუხლის ქვემოთ, წვივზე.

ვენურ დაავადებებს იწვევს ცხოვრების მჯდომარე თუ მდგომარე წესი, წონა, კვების რეჟიმი, ორსულობა, გენეტკური ფაქტორი და სხვა.

ფეხსაცმელი არ შეიძლება 6 სანტიმეტრზე მაღალი ქუსლით იყოს, ან პირიქით, სრულიად უძირო. ესეც იწვევს ვენების დაავადებებს.

ვენური დაავადებების მკურნალობა გულისხმობს ქირურგიულ ჩარევას, მედიკამენტოზურ და ლაზერულ თუ სხვა საშუალებებს.

დაზიანებული ვენები აუცილებლად უნდა მოშორდეს.

იმ დროს როცა ვენები ჩანს, ვარჯიში შესაძლებელია. მაგრამ სასურველია დიდხანს დგომა, ჯდომა და სიმძიმის აწევა შეიზღუდოს. ყველაზე კარგია სიარული, ცურვა, ველოსიპედი, წვივებზე,  ზაფხულში, გრილი წყლით ჰიდრომასაჟის გაკეთება.

ვენური დაავადებების უკიდურესი ფორმა შეიძლება იყოს ვენური წყლულები, ე.წ. ტროპიკული წყლულები, რომელიც ძალიან ზღუდავს ადამიანის შრომისუნარიანობას. რაც მთავარია, ის რეციდივს იძლევა და  ქრონიკული დაავადებაა.

„სხვა შუადღე“

იტვირთბა....