ახალი ამბები მთავარი ციტატა

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია – ზურაბ ჩხაიძე

[su_quote] მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური. მისი ჰემოდინამიკური მაჩვენებელი და სუნთქვის პარამეტრები სტაბილურია, ზოგადად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის გაუმჯობესებული. ძალიან გვიხარია, რომ ჩვენი ამდენი ხნის მცდელობის შედეგი სახეზეა. მიუხედავად, ჩვენი მისამართით გაჟღერებული ბევრი არასამართლიანი კრიტიკისა, თუ თავდასხმებისა. ეს დღეები ვხედავთ, რომ მისი მდგომარეობა არის გაუმჯობესებული, თვითონაც ბევრად უფრო აქტიურია და მისი განწყობაც უკეთესია. რაც შეეხება კვების საკითხს, პირველივე დღიდან კვების პრობლემა იყო და შემიძლია ვთქვა, რომ ეს ისევ და ისევ გრძელდება. ის დიეტა, რომელზეც პაციენტი იმყოფება კვლავ აგრძელებს, მაგრამ ეს არის ის მინიმალური რაოდენობა, რომელიც სასიცოცხლო ფუნქციებისთვის, თუნდაც გასაუმჯობესებლად აუცილებელია. ამდენად, მისი მაჩვენებლებიც შენარჩუნებულია, როგორც სტაბილური. [/su_quote]

– განაცხადა „ვივა მედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ.

შეგახსენებთ, მესამე პრეზიდენტმა ქართულ პოლიტიკაში აქტიურად ჩართვა დააანონსა. მან პროდასავლურ პარტიებს, უპირველესად კი ენმ-ს, გაერთიანებისაკენ მოუწოდა.

იტვირთბა....