ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ხაინდრავა საპრეზიდენტო რეზიდენციის შენობაში ფილმს იღებს

ათონელის ქუჩაზე მდებარე საპრეზიდენტო რეზიდენციაში რეჟისორ გოგა ხაინდრავას ფილმის “9+1” გადაღებები მიმდინარეობს. ინფორმაციას “გურია ნიუსი” ავრცელებს. ინფორმაციის გადასამოწმებლად, სააგენტო ხაინდრავას დაუკავშირდა, თუმცა მის ტელეფონს სხვა პირმა უპასუხა – “ბატონი გოგა ვერ გიპასუხებთ, გადაღების პროცესშია. შეტყობინება დაუტოვეთ და თავად დაგიკავშირდებათ”, – განაცხადა მან.

აღსანიშნავია ის, რომ ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენცია ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა. გასცა თუ არა ეკონომიკის სამინისტრომ ფილმის გადაღების უფლება, “მეტრონომი” ამ კითხვით სამინისტროს დაუკავშირდა.

ამ ეტაპზე ეკონომიკის სამინისტროში ინფორმაციის გადამოწმების რეჟიმში არიან და მათ პოზიციას “მეტრონომი” მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

იტვირთბა....