ახალი ამბები მედია მთავარი პოლიტიკა

მე-9 არხის შენობაში? – არის თუ არა „მაესტროს“ ამბავი პოლიტიკური?

 

„ყველა შენობა იხილება, მათ შორის მეცხრე არხის“, – ამის შესახებ „მაესტროს“ გენერალურმა დირექტორმა ლევან გაჩეჩილაძემ განაცხადა.

როგორც ის ამბობს, მიმდინარეობს განხილვა, თუ სად შეიძლება განთავსდეს ტელეკომპანია.

„იხილება ყველა შენობა გამომდინარე იმისა, რა ზომის არის და როგორ არის. ძალიან ბევრი დეტალი აქვს განთავსებას. ვინ სად დაჯდება, როგორ დაჯდება, მუშაობის პროცესი როგორ იქნება, ტექნოლოგიური აღჭურვა როგორ იქნება და ყველა შენობა იხილება, მათ შორის „მეცხრე არხის”, – განაცხადა “მაესტროს” გენერალურმა დირექტორმა.

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში ლევან გაჩეჩილაძის ამ განცხადებას ეხმაურება:

„აბა რა, საერთოდ არაა ,,მაესტროს”, ამბავი პოლიტიკური და ასე შემდეგ. დაჯდებიან მეცხრე არხის შენობაში და იჯდეი რაო… რა შუაშია პოლიტიკა” – წერს ინგა გრიგოლია.

იტვირთბა....