ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

რატომ ებოდიშება ზურაბ აბაშიძე რუს პროპაგანდისტს – ინტერნეტში სკანდალური აუდიოჩანაწერი ვრცელდება

ინტერნეტში სკანდალური აუდიოჩანაწერი გავრცელდა.

ჩანაწერიდან ვიგებთ, რომ რუსეთთან ურთიერთობის საკითხეში საქართველოს პრემიერის წარმომადგენელი, ზურაბ აბაშიძე რუს პროპაგანდისტს, მარკ ზილბერკვიტს ტელეფონზე უკავშირდება და თბილისში რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერის ჩამოსვლასთან დაკავშირებული ინცინდენტის გამო ბოდიშს უხდის.

ზურაბ აბაშიძე ქართველი აქტივისტების მიერ გამართულ საპროტესტო აქციას, რომელსაც თბილისიდან პოზნერის გაძევება მოჰყვა, სამწუხარო ინცინდენტს უწოდებს.

ზურაბ აბაშიძემ მომხდარი დაგმო. ის რუსეთისთვის მობოდიშებას ცდილობდა.

ჩანაწერი 2021 წლის 1 აპრილით თარიღდება.

შეგახსენებთ, პოზნერი საქართველოში, თანხმლებ პირებთან ერთად, 2021 წლის 31 მარტს დაბადების დღის აღსანიშნავად  ჩამოვიდა.

ამას მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა, რის შემდეგაც მან ქვეყანა დატოვა.

 

იტვირთბა....