ბრიტანეთში არსებული სირიის ადამიანის უფლებების მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, თარხან ბათირაშვილი არ დაღუპულა. ის აშშ-ის მიერ ჩატარებული ოპერაციის დროს მძიმედ დაიჭრა.
უფლებადამცველების მონაცემებით, “ისლამური სახელმწიფოს” საველე მეთაურმა ომარ ალ-შიშანიმ იგივე თარხან ბათირაშვილმა მიმალვა შეძლო. სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრის კვლევები ძირითადად, ადგილობრივების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობა.
შეგახსენებთ, 4 მარტს პენტაგონმა სირიაში ქალაქ ალ-შადიდთან ოპერაცია ჩაატარა, რომელსაც, თავდაცვის უწყების ცნობით, სავარაუდოდ, ომარ ალ-შიშანი ემსხვერპლა. პენტაგონის ინფორმაციით, სულ ოპერაციის დროს ლიკვიდირებულია “ისლამური სახელმწიფოს” 13 მებრძოლი. პენტაგონში აცახდებენ, რომ ოპერაციის შედეგებს ჯერ კიდევ იკვლევენ.