ამერიკაში მოღვაწე ქართველი მომღერალი ნინი შერმადინი მსოფლიოში ყველაზე დიდი და ცნობილი ბროდვეის შოუს სოლისტი გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელით გავრცელდა, მეგობრები და კოლეგები, ქართველ მომღერალს ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.
„2016 წლის 6 მარტი!
ახალი ცხოვრების დასაწყისი ნინი შერმადინის ცხოვრებაში!
მთელი გულით ვულოცავთ ნინის ბროდვეის ყველაზე დიდი შოუს სოლისტობას და კიდევ უფრო ბევრ წარმატებას ვუსურვებთ!“- ვკითხულობთ შერმადინის ოფიციალურ გვერდზე.