მთავარი მსოფლიო

2018 წელს ტურისტები კოსმოსში გაფრინდებიან

2018 წლისთვის, კოსმოსური კომპანია Bllue Origin კოსმოსში ტურისტების გაშვებას გეგმავს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია, კომპანიის მფლობელმა, Amazon-ის დამაარსებელმა ჯეფ ბეზოსმა განაცხადა.

ინტერნეტსივრცეში აღნიშნული ინფორმაცია სხვადასხვა უცხოურმა საიტებმა გაავრცელეს. როგორც nytimes.com – წერს, ბეზოსის თქმით, 2017 წელს სუბორბიტულ ხომალდის – New Shepard კოსმოსში სატესტო გაშვება დაიწყება, რომელშიც მფრინავი-გამომცდელები მიიღებენ მონაწილეობას.

იმ შემთხვევაში, თუ ეს მცდელობა წარმატებით განხორციელდება, 2018 წელს, კომპანია “გადამხდელი ასტრონავტების” გაგზავნაზე გადავა.  ბეზოსმა განაცხადა, რომ კომპანიაში უკვე ჩადო 500 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია და ასე გააგრძელებს მანამ, სანამ საჭირო იქნება.

 

იტვირთბა....