aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“საშველად მოვიდნენ, სააკაშვილისთვის დახმარების აღმოსაჩენად და ახლა იქით ეძახიან, დაგვეხმარეო“ – ნიკა მელია

aviabiletebi
ავიაბილეთები

რა მთავარი დაპირებითაც მოვიდნენ, მიშა გამაგრდი, უნდა გიშველოთო, ახლა იქეთ ეძახიან, გვიშველე და ჩაგვიდექი სათავეშიო – აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმდჯომარე, ნიკა მელია.

მისივე თქმით, პარტიის ახალი ხელმძღვანელობა მომაკვდინებელ შეცდომას უშვებს.

“ჩემთვის საპარლამენტო მანდატისთვის ბრძოლა უმნიშვნელოა. ორჯერ მქონდა საპარლამენტო მანდატი და ორივე ბრძოლაში დავკარგე. ბედნიერი ვარ მხოლოდ იმით, რაც მოხდა პარტიის არჩევნების შედეგად, რადგან არ დაგიმალავთ, ემოციურადაც რთული იყო ჩემთვის, როცა დაუმსახურებლად ყოველი დღე იწყებოდა და მთავრდებოდა, რომ არაფერს აკეთებს ნიკა მელია სააკაშვილის გასათავისუფლებლად, საკმარისია, თავმჯდომარე შეიცვალოს და რამდენიმე თვეში სააკაშვილი გათავისუფლდებაო. სააკაშვილს დღეში კლავდნენ ხუთჯერ და დღეს რას აკეთებენ? სამწუხაროდ, პარტიაში დამარცხდა რაციონალური მოსაზრება, იმძლავრა ემოციამ. მიხეილ სააკაშვილი, როგორც პოლიტიკური პატიმარი, დააზიანეს, მაშინ, როცა პარტიის გარეთ გვჭირდებოდა კონსოლიდაცია“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ამასთან, მელიას კიდევ ერთი კითხვით მიმართეს „ლელოს“ წევრის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც ის ამბობს, რომ გასაღები არის ისეთ გაერთიანებაში, სადაც მონაწილეობას არ მიიღებს „ნაციონალური მოძრაობა“.

“ნებისმიერი ერთობა უნდა იყოს მყარი. „ნაციონალური მოძრაობა“ დღესდღეობით არის ის ძალა, რომლის გარშემოც შესაძლებელი იქნებოდა და იყო კონსოლიდაცია, სამწუხაროდ, ეს შანსი არის დაკარგული მენეჯმენტის პირობებში. ნაცვლად იმისა, რა მთავარი დაპირებითაც მოვიდნენ, მიშა გამაგრდი, უნდა გიშველოთ, ახლა მიშას ეძახიან, გვიშველეო, მოდი, ჩვენი პრემიერ-მინისტრი გახდი და ჩაგვიდექი სათავეშიო. საშველად მოვიდნენ, სააკაშვილისთვის დახმარების აღმოსაჩენად და ახლა იქით ეძახიან, დაგვეხმარეო“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

იტვირთბა....