aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“იქ, სადაც არის მერაბიშვილი, კეზერაშვილი, იქ არ არის ქვეყნის ინტერესი. იქ არის ანგარება და მერკანტილური ინტერესები“ – ნიკა მელია

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია აცხადებს, რომ პარტიაში რაც მოხდა, რამაც ხიდები ჩატეხა, ეს გამოიწვია არა პარტიის თავმჯდომარის არჩევნებმა, არამედ იმან, რაც მოხდა პარტიის თავმჯდომარის არჩევნებიდან ხუთ დღეში.

“ეს პარტია კარგავს სოლიდურობას, მიმღებლობას. უამრავი ადამიანი და ერთ-ერთი მე ვცდილობთ, პარტია გადარჩეს, როგორც პლატფორმა, რომელიც იქნება მიმზიდველი, გადარჩეს პლატფორმა, სადაც შესაძლებელი იქნება დამატებითი ამომრჩევლის მოზიდვა და არა არსებულის განზიდვა. შესაძლებელი იქნება ჯამის მატება და არა ჯამის კლება, ძალების კონსოლიდაცია“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მისი თქმით, სადაც არის მერაბიშვილი, კეზერაშვილი, იქ არ არის ქვეყნის ინტერესი.

“იქ, სადაც არის მერაბიშვილი, კეზერაშვილი, იქ არ არის ქვეყნის ინტერესი. იქ არის ანგარება და მერკანტილური ინტერესები“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.

იტვირთბა....