aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გავეცანი, თუ რა გააკეთა საქართველომ 12 პრიორიტეტის შესასრულებლად, ძალიან კარგი წიგნია, ვარდისფერი სათვალიდან ყურებას ჰგავს – ევროპარლამენტარი

aviabiletebi
ავიაბილეთები

გავეცანი იმას, თუ რა გააკეთა საქართველომ 12 პრიორიტეტის შესასრულებლად, ძალიან კარგი წიგნია, გილოცავთ. თუმცა, ვფიქრობ ეს ვარდისფერი სათვალიდან ყურებას ჰგავს, – ასე აფასებს ევროპარლამენტარი, ჯოზას ოლეკასი, საქართველოში განვითარებულ მოვლენებს.

ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ბრიუსელში, ევროპარლამენტში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) მე-12 სხდომაზე განაცხადა.

“ჩვენ აქ შეკრებილები ვართ საქართველოს საუკეთესო მეგობრები და წარმატებას ვუსურვებთ მას ევროინტეგრაციაში. გავეცანი იმას თუ რა გააკეთა საქართველომ 12 პრიორიტეტის შესასრულებლად, ძალიან კარგი წიგნია, გილოცავთ. თუმცა ვფიქრობ ეს ვარდისფერი სათვალიდან ყურებას ჰგავს. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ერთმანეთს მოუსმინოთ.

არამხოლოდ აგვიხსნათ ჩვენ თუ რა გააკეთეთ, არამედ ერთმანეთთან ისაუბროთ. ცვლილებები არ უნდა ხდებოდეს მხოლოდ ბიუროკრატიულად, არამედ უნდა იყოს რეალური ცვლილებები. პოლიტიკურ ჯგუფებს შორის პოლარიზაცია ძალიან ძლიერია. უმრავლესობამ, მმართველმა გუნდმა უნდა გამონახოს საშუალება, რომლითაც ეს პრობლემა მოგვარდება. მაგალითად ეს შეიძლება იყოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება”, – განაცხადა ჯოზას ოლეკასმა. [IPN]

შეგახსენებთ, ბრიუსელში, ევროპარლამენტში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) მე-12 სხდომა გაიმართა. ​კომიტეტის სხდომის ფარგლებში განიხილეს საქართველოს მიერ, ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 რეკომენდაციის შესრულების პროგრესი. “ოცნების” წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ 12 რეკომენდაცია ზედმიწევნით სრულდება, რაშიც ევროპარლამენტარები ხელისუფლების წარმომადგენლებს არ ეთანხმებიან.

იტვირთბა....