ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

2008 წელს რა ნაბიჯები გადაიდგა ე.წ. მეგობრების მხრიდან? მხოლოდ აღშფოთება და შეშფოთება – კალაძე

თბილისის მერი კალაძე ევროპარლამენტარების დღევანდელ განცხადებებს, სადაც მათ დღეს ღარიბაშვილის ანტიდასავლური განცხადებები დღეს ევროპარლამენტში ციტატებად მოიყვანეს, აცხადებს რომ “ოცნებას” ანტიდსავლური განცხადება არასდროს გაუკეთებია.

კალაძე თვლის, რომ “სწორედ “ქართული ოცნებაა“ ის გუნდი, რომელმაც საქართველოს
ევროინტეგრაციისკენ ქმედითი ნაბიჯები გადადგა”.

“ვერ მოიტანთ ვერცერთ განცხადებას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, თუნდაც პრემიერ-მინისტრისგან ან ნებისმიერი ჩვენი თანაგუნდელისგან, რომ ვინმეს ანტიევროპული განცხადება გაეკეთებინოს. ჩვენ ვართ ის გუნდი, ხელისუფლება, ვინც მიისწრაფვის ევროინტეგრაციისკენ, იმისკენ, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოვახერხოთ ევროპულ, დიდ ოჯახში გაწევრიანება.

რეალურად, ვისაც კონკრეტული, ქმედითი ნაბიჯები აქვს გადადგმული, ეს არის „ქართული ოცნება“ 2012 წლიდან მოყოლებული, მაგრამ არის მეორე თემა: ამ ადამიანებს არ სიამოვნებს, როდესაც სიმართლეს ეუბნებიან. მესმის, რომ მწარე მოსასმენია და რთულია მათთვის, თუმცა ჩვენ რომ ეს თავის დროზე გაგვეკეთებინა და სიმართლე გვეთქვა, თუნდაც ჩვენი მეგობრებისთვის, ის უბედურება, რაც დღეს უკრაინაში ხდება, შეიძლება არ ყოფილიყო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

იტვირთბა....