aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხან იძახოდნენ, რომ გვამის სუნი ასდის, დღეს გვესმის, რომ პრემიერმინისტრობის კანდიდატად ჰყოლიათ გადანახული მიხეილ სააკაშვილი – ღუდუშაური

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ქართული ოცნების” დეპუტატი ალუდა ღუდუშაური მოსაზრებაზე, რომ ენმ-ს პრემიერობის კანდიდატი მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის, შესაძლოა მიხეილ სააკაშვილი იყოს, ეხმაურება და აცხადებს:

“ნაციონალურ მოძრაობას ვურჩევდი, რომ იქნებ ჩამოყალიბდნენ ეს ქალბატონები და ბატონები. ხან იძახოდნენ, რომ ასე ვთქვათ, გახსოვთ ხომ? გვამის სუნი ასდის, ეხლა არა და მომდევნო საათში ფატალური შედეგი დაგება და ა.შ. და ა.შ და დღეს გვესმის, რომ თურმე პრემიერმინისტრობის კანდიდატად ჰყოლიათ გადანახული მიხეილ სააკაშვილი.

ისიც კარგად გახსოვთ, რომ როდესაც ამ ვაჟბატონმა მორგ ჯერზე სამარცხვინო ნაბიჯი გადადგა და ქართველ ხალხს უთხრა – მე თქვენ არ გელაპარაკებით ქართულად და მე გესაუბრებით მხოლოდ უკრაინულ ენაზე. ქართული პოლიტიკა და საქართველოს ბედ-იღბალი აღარ მაინტერესებს და ამით პრაქტიკულად თქვა, რომ როგორმე იქნება თავი ციხისთვის დაეღწია”

იტვირთბა....