aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

სოციალურ ქსელში პროტესტის გამოთქმის გამო, არასრულწლოვან შშმ პირს და მის მშობელს დაემუქრნენ – პროკურატურამ 1 პირს ბრალი წაუყენა

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პროკურატურამ, არასრულწლოვანი შშმ პირის და მისი მშობლის მიმართ ჩადენილი მუქარის ფაქტზე, ერთ პირს ბრალი წარუდგინა.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ შშმ სტატუსის მქონე არასრულწლოვანი სოციალური ქსელით პროტესტს გამოთქვამდა შშმ პირების მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტებზე, რის გამოც ბრალდებული სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა მას და მის მშობელს.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 7 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (მუქარა, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და შშმ პირის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

იტვირთბა....