aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

გადაწყვეტილება მიღებულია – ფეხმძიმე ქალის ცემის ფაქტზე გორის სასამართლომ კაცს 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა

aviabiletebi
ავიაბილეთები

გორის სასამართლომ დააკმაყოფილა შიდა ქართლის პროკურატურის მოთხოვნა და ფეხმძიმე ქალის ცემის ფაქტზე კაცს 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს, – ინფორმაციას რეგიონული მედია qartli.ge ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ მოთხოვნას არ ეთანხმებოდა ადვოკატი, რომელიც ამბობდა, რომ მამაკაცი აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა.

პროკურატურის მტკიცებით, კაცმა ქალს თავსა და სხეულის სხვადასხვა ნაწილში ჩაარტყა. კაცს ასევე ჰქონდა შემაკავებელი ორდერი.

ადვოკატი კი ამტკიცებდა, რომ ქალი თავად დაესხა თავს მამაკაცს და მის თანმხლებ პირს.

სასამართლომ ეს ფაქტი არ მიიღო შემამსუბუქებელ გარემოებად და ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.

იტვირთბა....