aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ცვლილებები რეგლამენტში – რა პრივილეგიებს იკანონებს “ქართული ოცნება”

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ქართული ოცნება” რეგლამენტში ცვლილებების შეტანას აპირებს.

ახალი ცვლილების მიხედვით, უმრავლესობის ლიდერები ისარგებლებენ სამსახურებრივი ავტომობილებით, ეყოლებათ საკუთარი სამდივნო და ექნებათ ყველა ის პრივილეგია, რაც დღეისათვის მხოლოდ სპიკერისა და ვიცე სპიკერისთვისაა დარეზერვებული.

ცვლილებები მომდევნო მოწვევის პარლამენტისთვის იგეგმება.

აქამდე მოქმედი რეგლამენტით, მაგალითად, ირაკლი კობახიძე ასევე სარგებლობს ყველა პრივილეგიით, თუმცა მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ის წინა მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარეა და იმ დროიდან გადმოჰყვა.

მომდევნო მოწვევის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს კი ეს პრივილეგიები არ ეხება.

ცვლილებები ზღუდავს ყოფილი დეპუტატების უფლებებს. მათ საშვის გარეშე პარლამენტის შენობაში შესვლას უკრძალავს.

„ეს ემსახურება ოპოზიციის ხმის შეზღუდვას, დახშობას. ოპოზიციისთვის სასაუბრო დროის შეზღუდვას, საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის გარანტიების უგულებელყოფას და სხვა უამრავი საკითხია, რომელიც ისევ და ისევ უზრუნველყოფს მმართველი პარტიის დომინირებას პარლამენტში, მათ შორის უმრავლესობის ლიდერის თანამდებობის შემოღებას და მის საფინანსო და თანამდებობრივი გარანტიების შექმნას“, – განაცხადა ენმ-ის წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა.

იტვირთბა....