როდესაც ადამიანი იყო სახელმწიფოს მეთაური, იყო მთავარსარდალი, გავიდა საქართველოს მოქალაქეობიდან, დატოვა საქართველოს მოქალაქეობა საკუთარი გადაწყვეტილებით იმიტომ, რომ მიეღო უცხო სახელმწიფოს მოქალაქეობა და ჩადგა სხვა სახელმწიფოს სამსახურში, ეს მინიმუმ უცნაურია და ჩემთვის პირადად მიუღებელი მსგავსი გადაწყვეტილება. დარწმუნებული ვარ, რომ ქალბატონი პრეზიდენტი აუცილებლად იხელმძღვანელებს ამ მოსაზრებებით, როდესაც დადგება მის მიერ გადაწყვეტილების მიღების მომენტი, თუ რა თქმა უნდა დაგება და მართლა გადაწყვეტს ვინმე, რომ მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა. ამ ეტაპზე, უცხოელს საქართველოში არ აქვს, არ აქტიური არც პასიური საარჩევნო ხმა და შესაბამისად ვერანაირად მიიღებს მონაწილეობას საქართველოს პოლიტიკაში.
– განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ.