aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ჩემი ქვეყანა და ჩემი ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს” – ანი წითლიძის გამოსვლა ევროპარლამენტში

მე ვარ იმ პარტიის წარმომადგენელი, რომელიც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შექმნა. ის ახლა ციხეშია, პრორუსული ხელისუფლების წყალობით და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

aviabiletebi
ავიაბილეთები

მე მაქვს პატივი, გელაპარაკოთ დღეს მიხეილ სააკაშვილის სახელით და ასევე საქართველოს მოქალაქეების იმ 89 პროცენტის სახელით ვისი არჩევანიც არის ევროპა და ეს არ არის მხოლოდ სიტყვები. მთელი ჩვენი ისტორია არის თავისუფლებითსთვის ბრძოლის ისტორია. ჩვენი ტერიტორიების 20% დღესაც ოკუპირებულია. გეოპოლიტიკური შესაძლებლობა, რომელიც ჩემს ქვეყანას ახლა აქვს, ჩემი ხალხი საუკუნეების განმავლობაში ელოდა. თაობები შეეწირა ამას.

თბილისის ქუჩებში საქართველოს მოქალაქეები გამოვიდნენ ევროპული მომავალის დასაცავად, რუსულო კანონის წინააღმდეგ.

2012 წლამდე საქართველო იყო აღმოსავლეთ ევროპის ლიდერი ქვეყანა – ძნელად წარმოასადგენი იყო რომ 11 წლის შემდეგ საქართველოს ხელისუფლების განცხადებები და ქმედებები იქნებოდა ასეთი ანტიევროპული. ქართული ოცნების ლიდერების პროპაგანდა არის ის რომ ევროპას უნდა ომი და მეორე ფრონტი საქართველოში.

ჩვენ მივიღეთ ოლიგარქიული სისტემა, კორუფცია, არათავისუფალი, სანქაცირებული სასამართლო, პოლიტიკური პატიმრები. კიდევ უფრო მეტი ვიდრე აქ აღვნიშნავ.

მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლების ქმედებები – საქართველოს ევროპული კურსის დასაზიანებლად – ჩემი ქვეყანა და ჩემი ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს

– განაცხდა პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ანა წითლიძემ.

იტვირთბა....