aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ამ რთულ დროს საქართველო კანადელი ხალხის გვერდით დგას” – სალომე ზურაბიშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი კანადის ტყეების მასშტაბურ ხანძარს ტვიტერ-ზე გამოეხმაურა.

„გამძლეობას ვუსურვებთ მამაც მეხანძრეებსა და კანადის ხელისუფლებას საზარელ ხანძრებთან ბრძოლაში.

ამ რთულ დროს საქართველო კანადელი ხალხის გვერდით დგას“, – წერს ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ,

კანადაში ტყეების მასშტაბური ხანძარია. ცეცხლმა 4 მილიონამდე ჰექტარი დაწვა.

კვამლის დიდი ნაწილი კვებეკიდან მოდის, სადაც ხანძრის 150 კერაა. პროვინციაში 12 000-დე მოქალაქის ევაკუაცია უკვე განხორციელდა და კიდევ 4 000 ადამიანის ევაკუაციაა მოსალოდნელი.

კანადაში გაჩენილი მასშტაბური ხანძრის გამო, კვამლშია გახვეული ამერიკის ნაწილიც.

იტვირთბა....