aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

🎥 VIDEO: კანადაში მომხდარი ძლიერი ხანძრის გამო ნიუ-იორკი კვამლშია გახვეული – რა ხდება შტატებში

aviabiletebi
ავიაბილეთები

კანადაში გაჩენილი ძლიერი ტყის ხანძრების გამო, აშშ-ის ნაწილიც კვამლშია გახვეული.

ნიუ-იორკში იმდენად ცუდი ხილვადობაა, რომ ქალაქის მერმა მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდა, ხოლო ნიუ-იორკისა და ფილადელფიის აეროპორტებში ფრენები გადაიდო.

„ჩვენ მოვუწოდებთ ნიუ-იორკის მოსახლეობას, დარჩნენ სახლში. ყველა მოქალაქემ მაქსიმალურად უნდა შეზღუდოს გარე საქმიანობა. დახურეთ ფანჯრები, გამოიყენეთ ჰაერის გამწმენდები, ხანდაზმული თუ ხართ ან გაქვთ სუნთქვის პრობლემები, დარჩით სახლში. გარეთ გასვლის შემთხვევაში, აუცილებლად ატარეთ მაღალი ხარისხის ნიღბები“, – მიმართა მერმა მოსახლეობას.

ნახეთ ვიდეო:

შეგახსენებთ, კანადაში ტყეების მასშტაბური ხანძარია.  ცეცხლმა 4 მილიონამდე ჰექტარი დაწვა.

კვამლის დიდი ნაწილი კვებეკიდან მოდის, სადაც ხანძრის 150 კერაა. პროვინციაში 12 000-დე მოქალაქის ევაკუაცია უკვე განხორციელდა და კიდევ 4 000 ადამიანის ევაკუაციაა მოსალოდნელი.

იტვირთბა....