aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მასშტაბური ხანძარი კანადაში და დაკვამლიანებული შტატები – ჯო ბაიდენის საგანგებო განცხადება

aviabiletebi
ავიაბილეთები

კანადაში ტყეების მასშტაბური ხანძარია. ცეცხლმა 4 მილიონამდე ჰექტარი დაწვა.

კვამლის დიდი ნაწილი კვებეკიდან მოდის, სადაც ხანძრის 150 კერაა. პროვინციაში 12 000-დე მოქალაქის ევაკუაცია უკვე განხორციელდა და კიდევ 4 000 ადამიანის ევაკუაციაა მოსალოდნელი.

შტატების მხრიდან კანადის დახმარების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ტვიტერ-ზე დაწერა:

„ჩვენ გამოვიყვანეთ 600-ზე მეტი ამერიკელი მეხანძრე, დამხმარე პერსონალი და აღჭურვილობა კანადის მხარდასაჭერად. ჩვენ მჭიდრო კავშირში ვართ სახელმწიფო და ადგილობრივ ლიდერებთან, რათა უზრუნველვყოთ საჭირო დახმარება“,- წერს ბაიდენი.

შეგახსენებთ, კანადაში გაჩენილი მასშტაბური ხანძრის გამო, კვამლშია გახვეული ამერიკის ნაწილიც.

იტვირთბა....