ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მსოფლიომ დღეს მზის დაბნელება იხილა

მზის დაბნელების  პროცესი დღეს, ადგილობრივი დროით დილის 6 საათსა და 19 წუთზე დაიწყო, 7 საათსა და 19 წუთზე კი მზე მთლიანად მთვარის ჩრდილში მოექცა. ორი წუთის განმავლობაში ინდონეზიაში სრული სიბნელე იყო. ასეთი მოვლენა ბოლოს ქვეყანაში 1983 წელს დაფიქსირდა, შემდეგი კი 33 წელიწადში განმეორდება.

ყველაზე კარგად მზის დაბნელება  წყნარი ოკეანეს რეგიონის ქვეყნებში ჩანდა. ათი ათასზე მეტი მეცნიერი და ტურისტი მზის სრული დაბნელების სანახავად სწორედ ინდონეზიაში ჩავიდა.

 

მზის დაბნელების სხვადასხვა ფაზების ნახვა ასევე შესაძლებელი იყო ავსტრალიაში, ჩინეთის სამხრეთში, ჰავაის კუნძულებზე და ალიასკაზე.

იტვირთბა....