ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“უახლოეს დღეებში უკრაინისთვის დახმარების დამატებით პაკეტებს იხილავთ” – კირბი

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორინატორის ჯონ კირბის განცხადებით, ამერია უკრაინისთვის უსაფრთხოების სფეროში დახამრების ახალ პაკეტს გამოაცხადებს.

“მოვისმინეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქებაში რუსეთის პასუხისმგებლობაა, ეს ტერიტორია კი, შეგახსენებთ, უკანონოდ იქნა რუსეთის მიერ დაპყრობილი გასულ წელს და მას შემდეგ ოკუპირებულია. ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია, რათა ეს ცნობები შევაფასოთ და უკრაინელებთან ვმუშაობთ, რათა რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია შევაგროვოთ. ჯერჯერობით ვერ ვიტყვით, ზუსტად რა მოხდა, თუმცა გარანტიას გაძლევთ, რომ უახლოეს დღეებსა და კვირებში უსაფრთხოების სფეროში დახმარების დამატებით პაკეტებს ნახავთ. კვლავაც ყველაფერს გავაკეთებთ, რათა უკრაინამ ბრძოლის ველზე წარმატების მიღწევა შეძლოს” – აღნიშნა ჯონ კირბიმ.

იტვირთბა....