“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძე რუსეთის ფედერაციიდან უკონტროლო შემოდინების საფრთხეებზე და სავიზო რეჟიმის შემოღების საჭიროებაზე საუბრობს.
“არა მხოლოდ ასეთი ავტომობილები ჩანან თბილისის ქუჩებში, ჩანან მოსკოვის პროკურატურის, რუსეთის ფედერაციის უშიშროების სამსახურის ოფიციალური ავტომობილები თბილისში და სხვა და სხვა ქალაქში. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ რა ტიპის საზოგადოება, მოქალაქეები შემოდიან რუსეთის ფედერაციის მხრიდან, არის სრულიად უკონტროლო. „ლელო“ ბოლო 1 წლის განმავლობაში აქტიურად ითხოვს სავიზო რეჟიმის შემოღებას და სწორედ ამისთვის, რომ ასეთი კრიმინალური, კრიმინალურ ბიზნესთან, კრემლის პროპაგანდისტულ საშუალებებთან დაკავშირებული მედიაწარმოამდგენლები, ან პრკურატურის და უშიშროების წარმოამდგენლები ასე არ დანავარდობდნენ ქვეყანაში, რომლის 20% მათ აქვთ ოკუპირებული, – ამბობს კუპრაძე.

