aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პარლამენტთან ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ამ წუთებში პარლამენტის მიმდებარედ ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს -აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა სამოქალაქო აქტივისტის გათავისუფლებაა.

ადგილზე შეკრებილები არიან სტუდენტები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები, რომლებიც თვლიან, რომ ლაზარე გრიგორიადისი უკანონო პატიმარია და ის უნდა გათავისუფლდეს.

“მეხუთე დღეა ლაზარე გრიგორიადისის მამა, მის თანამოაზრებთან ერთად, პარლამენტის უკან ათენებს ღამეს. შსს ყოველ ჯერზე ძალადობრივად გვართმევს კარავს. გამოვიდეთ იმისთვის, რომ საკუთარი თვალით ვიხილოთ რუსული რეჟიმის უკანონო საქციელი და ხვალ იგივე არ განმეორდეს. ჩვენი შვილები იმსახურებენ სამართლიან, თავისუფალ გარემოს და არა რუსულ რეჟიმს” – აცხადებენ ორგანიზატორები.

საკანონმდებლო ორგანოს უკანა შესასვლელთან პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა.

იტვირთბა....