კალცი ძალიან მნიშვნელოვანი ნივთიერებაა, განსაკუთრებით ბავშვებისთის, რადგან, კალცის 99 პროცენტი ძვლებშია, როგორც მთავარი საშენი მასალა. კალციუმი ასევე მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესში, ჰორმონებსა და კუნთების ფუნქციონირებისთვის.
ბავშვებში კალციუმის ნაკლებობამ შესაძლებელია რაქიტი გამოიწვიოს – ეს ძვლოვანი სისტემის დეფორმაციაა. ასევე შესაძლებელია კალციუმის დეფიციტი ბავშვებში სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს და მხოლოდ ექიმმა შეამჩნიოს ეს პროცესი.
კალცის დეფიციტი იწვევს თმის გაცვენას კეფაზე ჩვილებში. ეს რაქიტის საწყისი სტადიაა. პედიატრის გარეშე მისი თვითმკურნალობა დაუშვებელია.
როცა ექიმი დაადგენს კალციუმის ნაკლებობას, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მკურნალობა.
მომატებული ძილიანობა, აგზნებადობა, კუნთების უნებლიე, მტკინვეული შეკუმშვა, თმის ნაადრევი გაჭაღარავება, სუნთქვის გაძნელებაც კი, -კალციუმის დეფიციტის ნიშნები შეიძლება იყოს.
რაქიტის განვითარება ერთი წლის ასაკის მერე არ ხდება. ეს დაავადება ერთ წლამდე ასაკში ვითარდება.
კალცის დღიური ნორმის შევსება საკვებითაც შესაძლებელია. საჭირო არ არის აუცილებლად კალცის ხელოვნურად მიცემა. მწვანე ლობიო, ნუში, ყველი, ბარდა, ბროკოლი, ჩინური კომბოსტო, მწვანილი, თევზი და რძის პროდუქტები, -კალცის შემცვლელია და მათი მიღება აუცილებელია.
კალციუმის ცვლას განსაზღვრავს დე ვიტამინი. ამ ვიტამინის დეფიციტი ისეთივე სახიფათოა, როგორც თავად კალცის. დე ვიტამინის წარმოქმნას ულტრაიისფერი სხივები იწვევს, ამიტომ სასურველია ბავშვების ჰაერზე ხშირად სეირნობა, ოღონდ მათ მზის სხივები პირდაპირ არ უნდა მოხვდეთ, რადგან მცირე ასაკში ნამზეურის მიღება სხვა პრობლემებს იწვევს.
„დღის შოუ“