ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

თავდასხმა თუ დივერსია რუსეთში? – ბელგოროდში საერთო საცხოვრებლის შენობას ცეცხლი უკიდია

რუსეთის ოლქში, ბელგოროდის ქალაქ შებეკინოში საერთო საცხოვრებლის შენობას ცეცხლი უკიდია. კადრების სოციალურ ქსელში ვრცელდება. არსებული ინფორმაციით, ხანძარი შენობის სახურავზე გაჩნდა.

როგორც ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი აცხადებს, ხანძრის გაჩენის მიზეზი ჭურვია, რომელიც ცოტა ხნის წინ შენობას მოხვდა.

„საერთაშორისო საერთო საცხოვრებლის შენობას ცეცხლი გაუჩნდა უშუალოდ ჭურვის დარტყმისგან, ნგრევა კი ადმინისტრაციულ შენობაშია. ქალაქში ელექტროენერგია არ არის“, – აცხადებს გლადკოვი.

ბოლო პერიოდში ბელგოროდი, მისი ტერიტორიული მდებარეობიდან გამომდინარე, თავდასხმებისთვის სტრატეგიული ადგილია, თუმცა ვინ დგას ამ თავდასხმის სერიების უკან, ჯერ კიდევ ბოლომდე გაურკვეველია, რადგან რუსულკი მხარე უკრაინას ადანაშაულებს, თავის მხრივ უკრაინას თავდასხმები თავის თავზე ოფიციაურად არ აუღია. გაჟღერდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სარაკეტო თავდასხმების უკან ისევ რუსი პარტიზანები დგანან, რადგან ისინი პუტინის პოლიტიკას ეწინააღმდეგებიან. გამოითქვა ეჭვი, რომ ეს თავდასხმები თავად რუსეთის მოწყობილია, რადგან მას სურს, შექმნას ილუზია, თითქოს ფედერაციის ტერიტორიაზე მაცხოვრებლებს უკრაინისგან საფრთხე ემუქრებათ, ეს კი იმის საფუძველს მისწცემს პუტინს, რომ სრულმასშტაბიანი მობილიზება გამოაცხადოს.

იტვირთბა....