ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

მძღოლების საყურადღებოდ: ფრთხილად 200-ლარიანი ჯარიმა!!!

 

უკვე რამდენიმე დღეა საპატრულო პოლიცია ყველა იმ მძღოლს აჯარიმებს, რომელიც არასწორად არის გაჩერებული, მათ შორის იმ ავტომფლობელებსაც, რომლებსაც ავარიული მაშუქები აქვს ჩართული. ჯარიმა 200 ლარს შეადგენს. რამდენიმე მძღოლს გამოწერილი ჯარიმა გასაჩივრებული აქვს.

პატრულის ბოლო დროინდელ გააქტიურებას ბიუჯეტის შევსების სურვილს უკავშირებენ არასამთავრობო ორგანიზაციები. მათ მიაჩნიათ, რომ სოლიდურ ჯარიმებს ისინი კანონის მოთხოვნების არასწორი ინტერპრეტაციით წერენ. არასამთავრობოები გამკაცრებული ჯარიმების გასაპროტესტებლად მასშტაბური კამპანიის დაწყებას გეგმავენ.

„როდესაც საცობის დეფინიციაც კი არ არსებობს, წარმოუდგენელია ადამიანს დაუმტკიცო, რომ მისი დარღვევის შედეგად წარმოიქმნა საცობი, მაგრამ ეს იყო რეალურად არაფუნქციონირებადი ჩანაწერი. დღეს, ეს გახადეს ფუნქციონირებადი და ამით დაიწყეს სადამსჯელო ღონისძიებების გატარება.“ – აცხადებს „ეკო ტრანსპორტ ცენტრის“ ხელმძღვანელი ვასო ურუშაძე.

მძღოლებისა და მესამე სექტორის პრეტენზიებს არ იზიარებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

 

იტვირთბა....