ჯორჯ მარტინის კომპანიის მენეჯმენტის ინფორმაციით, „ბითლზის“ პროდიუსერი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა.
„მარტინი სახლში მშვიდად გარდაიცვალა“, – განაცხადა მისმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა.
მარტინის პროდიუსერულ კარიერაში „ბითლზთან“ ერთად მოიხსენიება სელინ დიონი, ჯეფ ბექი და სხვ. მაგრამ მისი სახელი „ბითლზს“ და მათთან მუშაობის შვიდ წელს უკავშირდება. ჯგუფის წევრი რინგო სტარი მარტინს სოციალური ქსელით დაემშვიდობა.