ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ევროპული ღირებულებები ქართველი ხალხის სისხლშია – მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაუდასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული კურსის მიმართ.

“ევროპული ღირებულებები ქართველი ხალხის სისხლშია.
საქართველოს პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დავუდასტურე მტკიცე მხარდაჭერა ჩვენი საერთო ევროპული მომავლის მიმართ. საკვანძო პრიორიტეტებში კონკრეტული პროგრესი გადამწყვეტია ევროკავშირის ოჯახისკენ თქვენს გზაზე” – წერს მიშელი

იტვირთბა....