მთავარი საზოგადოება

მიხეილ ცაგარელი: 9 მარტი ურთულესი დღეა – პანიკის გარეშე შევხვდეთ

 

მიხეილ ცაგარელი: ვინც გაფრთხილებულია, ის შეიარაღებულია. 8 და 9 მარტს ახალმთავრეობა და მზის დაბნელებაა. ეს არის ურთულესი გამოცდის კოსმიური დღეები. ჯანმრთელობას ყურადღება მიაქციეთ. ხელშეკრულებები არ დადოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები.  ცდუნებების ალბათობა მაღალია, უარყოფითი ენერგია და ყურადღების დაკარგვის ტენდენცია მატულობს, ამიტომ მაქსიმალურად ფრთხილად საჭესთან.

ტრადიციულად ეს არის კოსმიური გამოცდების დღეები. 8-9 მარტის შემდეგ ასეთი დღეები იქნება 22 და 23 თებერვალს, მანამდე კი-16 მარტს-მთავრის დაბნელების დროს. ეს სამი პერიოდი ითხოვს ყურადღებას. არავითარი მნიშვნელოვანი საქმეები, მაქსიმალურად მშვიდად განვლეთ ეს პერიოდი.

ვერძი- ყველაზე მძიმე კვირაა და მაქსიმალურად ყურადღებით. არავითარი მნიშვნელოვანი საქმე არ დაიწყოთ და ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ენერგოტონუსი დაბალია.

კურო-კვირის პირველი ნახევარი დაძაბულია. კვირის მეორე ნახევარი გაცილებით უკეთესია. საქმიანი კუთხით მეტად წარმატებული.

ტყუპები-განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საკითხებს. ხელმძღვანელობასთან დაძაბულობის და დეპრესიის ტენდენცია მატულობს.

კირჩხიბი-ინტუიცია მზარდი და მაღალია, მაგრამ მის ირგვლივმყოფი ადამიანები ამ პერიოდში ხანდახან ვერ გაიგებენ მის ნათქვამს სწორად. ამიტომ კირჩხიბმა ყველაფერი ისე უნდა თქვას, რომ ყველასთვის გასაგები იყოს. უახლოესი სამი დღე აკონტროლოს ემოციები.

ლომი-უყაირათო ხარჯვის, ფინასური დანაკარგების ტენდენცია მატულობს, თავი შეიკავეთ ფინანსური ხარჯებისგან.

ქალწული-კვირის პირველი დღეები ხასიათის ცვალებადობა მატულობს, ამიტომ სასიყვარულო ურთიერთობებში მეტი თავდაჭერაა საჭირო. ოჯახურ და ბავშვებთან ურთიერთობებში ქალწულს კარგი პერიოდი აქვს.

სასწორი-რომანტიკულ და პარტნიორულ ურთიერთობებს გაიმჯობესებს, ვალდებულების შეგრძნება მატულობს მის ცხოვრებაში, მაგრამ კარიერის მხრივ ამ კვირაში სიახლეები არ ექნება. ამგვარი სიახლეები უფრო მომავალი კვირიდან დაიწყება.

მორიელი-მთავრი პრობლემა ფინანსური, უყაირათო ხარჯვაა. მოერიდეთ ხარჯებს. სხვა კუთხით, მეტ-ნაკლებად მაინც გაიუმჯობესებს მატერიალურ მდგომარეობას.

მშვილდოსანი-ცოტა შეზღუდულად იგრძნობს თავს, იმიტომ, რომ მიიჩნევს, რომ საზოგადოება, ახლობლები ზღუდავენ მის დამოუკიდებლობას. ამიტომ ცოტა მშვიდად გაიარონ ეს პერიოდი, დაპირისპირებები აირიდონ, მითუმეტეს ახლობლებთან.

თხის რქა- კვლავ ტრანსფორმაციის პერიოდი აქვთ. რაც მეტს იფიქრებენ მათ დანიშნულებაზე სოციუმში, მით მეტ წარმატებას მიაღწევენ. თუმცა ხუთშაბათამდე გადაწყვეტილებები არ მიიღოთ.

მერწყული-მაღალი ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენა და სპონსორების მოპოვება შეუძლიათ კვირის მეორე ნახევარში, თუმცა გააჩნია 8 და 9 მარტს როგორ გაივლიან. მთავარია კონფლიქტებში არ ჩაერთონ.

თევზები-მათ ყველაზე კარგი კვირა აქვთ, მზე მათ ზოდიაქოშია, მატერალური მდგომარეობის გაუმჯობესების, ურთიერობების აწყობის ტენდენცია ემატებათ.

 

მომზადებულია ტელეკომპანია “იმედის” გადაცემის მიხედვით.

იტვირთბა....