ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“…საკუთარი თავი და ოჯახი გაწირა თავის დროზე” – მდინარაძე ივანიშვილზე

“ქართული ოცნების” წევრი, მამუკა მდინარაძე, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილზე საუბრობს და აცხადებს:

“რა უნდა უნდოდეთ ამ ადამიანისგან გარდა იმისა, რაც უკვე ყველასთვის ნათელია. მისგან შანტაჟის გზით ითხოვენ ხელისუფლებაში დაბრუნებას და ქვეყნის ჩართვას ომში, რაც არ გამოვა. ადამიანი, რომელმაც ცხოვრება მიუძღვნა იმას, რომ ამ ქვეყანაში მშვიდობა და განვითარება ყოფილიყო, საკუთარი თავი და ოჯახი გაწირა თავის დროზე, ისეთ მონსტრს სახელმწიფო არ ერქვა მაშინ შეეჯახა, რომ წარმოუდგენელია სხვანაირად ფიქრობდეს და მოქმედებდეს. რა თანხაზეც უნდა იყოს საუბარი, შანტაჟის რა ობიექტზეც უნდა იყოს საუბარი, წარმოუდგენელია ამ ადამიანისგან, რომ წარბი შეიხაროს მათი შანტაჟიდან გამომდინარე. ალბათ, დიდი ხანია ამას უნდა მიმხვდარიყო ყველა. ამას ვერ ხვდებიან, ამიტომ შანტაჟი არის უშედეგო, ასეც იქნება. მეორე მხრივ, ამ ქმედებებით, რასაც ამ შემთხვევაში გლობალური ომის პარტია ახორციელებს, მეტი და მეტი მტკიცებულება გვიჩნდება, რამდენად უსამართლოდ შეიძლება მოექცნენ ადამიანს, თავის პირად ანგარიშებზე წვდომა რომ არ აქვს. ალბათ საქართველოში ვერცერთი ადამიანი ვერ წარმოიდგენდა, ყველაზე დაბალი აქტივების მქონე რომელიმე ბანკისგან, არათუ შვეიცარიული ბანკისგან, რომ თავის ანგარიშებზე წვდომა არ ექნებოდა და დაუბლოკავდნენ. ანუ, იმხელა ინტერესია და იმხელა ძალები არიან ამაში ჩართულები, რომლებიც უზრუნველყოფენ, რომ მილიარდებზე არ ჰქონდეს ამ აქტივებისა და თანხის მფლობელს წვდომა”

იტვირთბა....