ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“შეიძლება ვიღაცების მიზანი იყოს, რომ ჩვენ შევიდეთ პრეზიდენტთან პოლემიკაში” – მდინარაძე

“შეიძლება ვიღაცების მიზანი იყოს, რომ ჩვენ შევიდეთ პრეზიდენტთან პოლემიკაში” – ამის შესახებ
“ქართული ოცნების” წევრმა, მამუკა მდინარაძემ, განაცხადა.

“ჯერ ადმინისტრაცია რატო გვპასუხობს, არ ვიცი. პროტოკოლზე ხომ ლაპარაკობდა ქალბატონი პრეზიდენტი რამდენიმე დღის წინ?! დიასპორის დღეზე მან პროტოკოლზე ბევრი ისაუბრა… ჩვენ არ ვაპირებთ პოლემიკაში შესვლას. შეიძლება ვიღაცეების – შემთხვევით არ ვამბობს ამ სიტყვას, პრეზიდენტზეც არ ვსაუბრობ. შეიძლება ვიღაცეების მიზანი იყოს, რომ ჩვენ შევიდეთ პრეზიდენტთან პოლემიკაში, ამის საფუძველს თავად პრეზიდენტი გვაძლევს. უხვად დაარიგა მსგავსი საკითხები თავის გამოსვლაში და მსგავსი გამონათქვამები, რომელიც იძლევა საფუძველს, რომ დაპირისპირებაში შეხვიდე, ხისტ კამათში შეხვიდე, ასე შეიძლება ვთქვათ. მაგრამ, ჩვენ ამას არ ვაპირებთ, რადგან ამის უკან იკითხება კონკრეტული გეგმები. რომელთა აღსრულებაში ჩვენ მონაწილეობის მიღება არ გვსურს”

იტვირთბა....