ახალი ამბები მთავარი სამართალი

წულუკიანის წინააღმდეგ ხელოვნების მუზეუმის ყოფილი დირექტორის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა

ხელოვნების მუზეუმის ყოფილი დირექტორის, ეკა კიკნაძის სამსახურიდან გათავისუფლების ნაწილში, თბილისის საქალაქო სასამართლომ შრომითი კანონმდებლობის დარღვევა არ დაადგინა.

როგორც ადვოკატმა ცირა ჯანანაშვილმა “პუბლიკასთან” განაცხადა, სასამართლომ ბათილად არ ცნო სამსახურიდან მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანება, ხოლო უკანონოდ მიიჩნია მისი მმართველის პოზიციიდან ლაბორანტად გადაყვანა.

საქალაქო სასამართლომ კიკნაძის სასარგებლოდ სამინისტროს კომპენსაციისა და განაცდურის გადახდა დააკისრა.

ცნობისთვის, ხელოვნების მუზეუმის ყოფილი მმართველი, ეკა კიკნაძე ჯერ ლაბორატან გადაიყვანეს, შემდეგ კი საერთოდ გაათავისუფლეს. კიკნაძემ წულუკიანის წინააღმდეგ სარჩელი გასული წლის ოქტომბერში შეიტანა.

იტვირთბა....