ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“საქართველოს მთავრობა, სამწუხაროდ, ვერ ხედავს უფრო დიდ პოლიტიკურ სურათს… მინდა გაგახსენოთ, რომ EU-მ ყველა ფრენა აკრძალა რუსეთთან” – ჰერჩინსკი

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ხელისუფლების არგუმენტი, რომ ისინი არ დაუშვებენ სანქცირებულ თვითმფრინავებს საქართველოს საჰაერო სივრცეში, უფრო დიდ პოლიტიკურ სურათს არის მოკლებული.

მისი თქმით, ვიცე-პრემიერმინისტრმა გააცნო ყველა ის არგუმენტი, რომელიც უკვე მოსმენილი ჰქონდათ.

“ქართულმა მხარემ და ვიცე-პრემიერმინისტრმა გაგვაცნო ყველა ის არგუმენტი, რომელიც უკვე მოსმენილი გვქონდა, რომ საქართველოს ხელისუფლება ზრუნავს იმაზე, რომ არცერთი სანქცირებული საჰაერო კომპანია და თვითმფრინავი არ იქნას გამოყენებული. თუმცა, სამწუხაროდ, ისინი ვერ ხედავენ უფრო დიდ პოლიტიკურ სურათს, მე მინდა გაგახსენოთ, რომ ევროკავშირმა კოლექტიურად გადაწყვიტა, რომ აკრძალონ ყველა ფრენა რუსეთისგან და რუსეთის მიმართულებით.
ასევე, ნებისმიერი სახის გადაფრენა რუსეთის თვითმფრინავების მიერ, ევროკავშირის ტერიტორიაზე და ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომელიც 27-ვე წევრმა ქვეყანამ და სხვა პარტნიორმა ქვეყნებმა მიიღეს, რათა გავზარდოთ ზეწოლა რუსეთზე და შევცვალოთ მისი ქმედებები უკრაინის წინააღმდეგ,” – თქვა პაველ ჰერჩინსკიმ ლევან დავითაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების აღდგენის გამო ევროკავშირის ელჩმა საქართველოს ეკონომიკის მინისტრს 27 ქვეყნის მიერ შეთანხმებული დემარში გადასცა.

იტვირთბა....