ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მცირეწლოვანის სავარაუდო ცემის ფაქტი – მშობელი ბაგა-ბაღის ძიძას 3 წლის ბავშვზე ფიზიკურ ძალადობაში სდებს ბრალს

მცირეწლოვანის სავარაუდო ცემის ფაქტი – მშობელი ბაგა-ბაღის ძიძას 3 წლის ბავშვზე ფიზიკურ ძალადობაში სდებს ბრალს.

ოჯახი არასრულწლოვანის მონაყოლზე დაყრდნობით, ამბობს, რომ ბავშვი მასწავლებელს დასჯილიც ჰყავდა – “ბიჭს გადაადგილების უფლებას არ აძლევდა”. დედის მტკიცებით, მოზარდს ძლიერი ტკივილები ზურგის არეში აქვს.

“მასწავლებელმა ნახატი ჩამოართვა დაახია თავზე, რის გამოც ბავშვი ვერ მიხვდა რატომ მოხდა ასე, იყო აფექტის მდგომარეობაში. ბავშვი იტკივებდა ხელს უკან ბეჭის არეში. ორი დღის განმავლობაში ვუსვამდი მაზს და იძახდა აქ რომ დამარტყა მტკივაო. ბავშვი რომ უფრო გაიხსნა და თქვა, მე სხვა აქტივობის დროს ჯერ მასწავლებელმა მცემა, მერე ამათრია, ჯგუფში ამიყვანა და ხელი კინაღამ ამომიტრიალაო, სკამზე დამაგდო, ვტიროდი ზედ არ შემომხედა, ზურგი მომაქციაო.
როცა ბაღში მივედი და ვკითხე, რატომ არ მეუბნებოდენ. მითხრეს, რომ მასწავლებელი იყო აფექტის მდგომარეობაში. ჩნდება კითხვები, რატომ არ მაჩვენებენ მანამდე კადრებს რაზეც ბავშვი საუბრობს, რომ ფიზიკურად შეეხო” – ამბობს ბავშვის მშობელი, ხათუნა ჩოხელი.

თბილისის კერძო ბაღის ადმინისტრაცია ცემის ფაქტს უარყოფს, თუმცა ადასტურებენ, რომ პედაგოგი სამსახურიდან გადაცდომის გამო დაითხოვეს.

“ფაქტი იყო შემდეგი, რომ მასწავლებელმა დაუხია ბავშვს ფურცელი, ნამუშევარი არ გაატანა სახლში, რაღაც გარკვეული მიზეზების გამო, რაც არის გადაცდომა, ამას ვაღიარებთ ჩვენ, ეწინააღმდეგება ჩვენს სტანდარტებს, ამის გამო ადამიანმა დაკარგა სამსახური. გარდა იმისა, რომ ცილისწამებაა, ვერაფერს ვერ გიპასუხებთ, არსებობს კადრები, ვთანამშრომლობთ შესაბამის უწყებასთან” – ამბობს საბავშვო ბაღი “ჩვენი ეზოს” მენეჯერი, ლიკა ბერძენი.

იტვირთბა....