ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ფრენების როგორც შეჩერება, ასევე აღდგენა, ცალმხრივი გადაწყვეტილებაა” – ვოლსკი

“ქართული ოცნების” წევრი გია ვოლსკი რუსეთთან აღდგენილი ფრენების შესახებ ევროკავშირის ელჩების დემარშს ეხმაურება და აცხადება, რომ “ფრენების როგორც შეჩერება, ასევე აღდგენა, ცალმხრივი გადაწყვეტილებაა”:

“უმჯობესია, შეხვედრის შემდეგ ვისაუბროთ, თუ რას ეტყვის ელჩი ვიცე-პრემიერს და რა პასუხს გასცემს ვიცე-პრემიერი, იმაზეც ვისაუბროთ, საერთოდ შეიძლება თუ არა მისვლის და განცხადების დემარშად მონათვლა. ფრენების აღდგენა, ისევე როგორც ფრენების შეჩერება არის ცალმხრივი გადაწყევტილება და შენი მხრიდან დაწესება გარკვეული რეჟიმის, როდესაც ფრენების აღდგენის შემდეგ, ეს ფრენები წყდება, რასაკვირველია ამას ჰქვია კონკრეტული სახელი და ამ სახელს საკმაოდ სერიოზული შედეგები შეიძლება მოჰყვეს, ეს არის სანქციები. სანქციების გარკვეული ფორმაა, ასე რომ სანქციების რეჟიმში შესვლა, ასეთ ურთიერთობაში, ისედაც ურთულეს ურთიერთობაში. ამ თემის განხილვა აუცილებელია, საჭიროა”, – ამბობს ვოლსკი.

იტვირთბა....