ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ერთობლივ მოწოდებას” – პაველ ჰერჩინსკი

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, მათ საქართველოს ეკონომიკის მინისტრს, ლევან დავითაშვილის ევროკავშირის 27 ქვეყნის მიერ ერთხმად შეთანხმებული დემარში გადასცეს.

მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ევროკავშირის მცდელობას იზოლაციაში მოაქციონ რუსეთი და წნეხი გაზარდონ მათზე, რათა აგრესორმა ქვეყანამ შეწყვიტოს ბრუტალური ომი უკრაინაში.

“გადავეცით, რომ ვწუხვართ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე, რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით. ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ერთობლივ მოწოდებას, არ დათანხმდნენ პირდაპირ ფრენებს რუსეთიდან და არ მისცენ უფლება რუსულ თვითმფრინავებს მათი ტერიტორიის გავლით, იფრინონ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიებზე.
ასევე გამოვხატეთ შეშფოთება, რომ ეს ეწინააღმდეგება ჩვენს გადაწყვეტილებას, იზოლაციაში მოვაქციოთ რუსეთი და გავზარდოთ წნეხი მასზე, რათა შევცვალოთ რუსეთის ქმედებები, როცა საუბარია იმ ბრუტალურ, აგრესიულ ომზე, რომელსაც რუსეთი აგრძელებს უკრაინაში,” – თქვა პაველ ჰერჩინსკიმ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

იტვირთბა....