ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ევროკავშირი პასუხს რუსეთის ხელისუფლებისგან უნდა ითხოვდეს” – სამხარაძე ელჩებზე

“ქართული ოცნების” წევრი, ნიკოლოზ სამხარაძე და რუსეთთან აღდგენილი ფრენების შესახებ ევროკავშირის ელჩების დემარშს ეხმაურება და აცხადებს:

“ეს იქნება ძალიან კარგი შესაძლებლობა ჩვენი მთავრობის წარმომადგენლებისთვის , კერძოდ ვიცე-პრემიერისთვის, რომ აუხსნას ევროკავშირის ელჩებს იმ პოლიტიკის შესახებ, რომელსაც საქართველო ატარებს და ატარებდა აქამდე და ასევე იმ გადაწყვეტილების შესახებ და იმ გადაწყვეტილების ლოგიკის შესახებ, რომელიც რუსეთის ხელისუფლებამ მიიღო. რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებისგან პასუხების მოთხოვნა შეიძლება რაღაც ლოგიკაში ჯდებოდეს, თუმცა, ამ შემთხვევაში, პასუხებს რუსეთის ხელისუფლებისგან უნდა ითხოვდეს ევროკავშირი. რატომ არ არის ევროკავშირის მიერ ყველა რუსული ავიაკომპანიაა დასანქცირებული და ალბათ ამ კითხვასაც დასვამს ჩვენი მთავრობის წარმომადგენელი და საინტერესო იქნება პასუხები, რომელსაც ევროკავშირის ელჩები გასცემენ” – ამბობს სამხარაძე.

იტვირთბა....