მაგდა პაპიძის დედა, ლია შამუგია სოციალურ ქსელში, ლანა პაპიძის ფეისბუქით, მაგდას დედამთილის, ლილი მინდიკაურის ინტერვიუს ეხმაურება. ლია შამუგია ლილი მინდიკარუს სიცრუეში სდებს ბრალს და სთავაზობს, მის კითხვებს გასცეს პასუხი:
„ლილი, იმედია კითხულობ ჩემ სიტყვებს (ვსარგებლობ ჩემი შვილის ფეისბუქით), არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ყველა შენ ინტერვიუს, სადაც უტიფრად ეხები ჩემ ოჯახს, და გავიწყდება სამწუხაროდ, ან განგებ ივიწყებ ჩემ დამოკიდებულებას ჩემი შვილიშვილების მიმართ! რა ნამუსით ლაპარაკობ ამხელა სიცრუეს, მაშინ როდესაც ძალიან კარგად იცი როგორი ბებია ვიყავი მე თორნიკეს მიმართ და როგორი დედა ვარ დღემდე.
მგონი ვხვდები მე ამ ყველაფერს შენ რატომაც ლაპარაკობ ჩემი ოჯახის წინააღმდეგ. ამიტომ მაგდას და ლანას დედა, თორნიკეს და ლიზის ბებო გიწევევ სახალხოდ გაიმეორო ყველა ის სიტყვა, რაც გამოიყენე ინტერვიუებში ჩემი ოჯახის წინააღმდეგ!!! გაეცი ჩემ ყველა კითხვას პასუხი, არ გაინტერესებს რას შეგეკითხები??
ყველა შენს ნალაპარაკებზე პასუხს გამცემ!!! შენს გულში ჩაიხედე ლილი და ისე გაიმართლე თავი რა ნამუსით ლაპარაკობ ამხელა სიცრუეს ჩემს ოჯახზე!! მგონი გათავისებული არ გაქვს რამხელა ტრაგედიასთან გვაქვს საქმე ტყუილებისთის გცხელა, სირცხვილი ლილი შენი, თუმცა მეტს რას უნდა მოველოდე ქალისგან, რომელსაც პირველივე სამძიმრის დღეს ერთი ცრემლი არ ჩამოგიგდია, გაოგნებული გიყურებდი და ვერ ვხსნიდი შენს ასეთ საქციელს!
შორიდან მაგრამ ყველაფერს ვადევნებ თვალს და ზუსტად შენმა ინტერვიუებმა ძალიან ბერვი კითხვის ნიშანი დასვა მომხდართან მიმართებაში! ამიტომ სრული პასუხისმგებლობით გადავწყვიტე ხალხის წინაშე გაიმეორო და პასუხი გამცე ყველა იმ შეურაცხჰყოფაზე რაც პირადად მე და ჩემს ოჯახს მოაყენე!!! მე უკვე ძალიან კარგად ვხვდები ყველაფერს და გიპირისპირდები ნებისმიერ დროს! შენ ძალიან კარგად იცი როგორი გაზრდილი მყავს შვილები და შვილიშვილები!!! სიტყვა „ნაბოდვარი“ შენგან ხშირად გამიგია და ქუჩური ტერმინოლოგიით არ დავიწყებ შენს ინტერვიუებზე გამოკიდებას, მე თავმოყვარეობა მაქვს!! ძალიან ბევრი მნიშნელოვანი კითხვა მაქვს პირადად შენთან მომხდარი ტრაგედიის ღამესთან დაკავშირებით!! ლია შამუგია“
შეგახსენებთ, რომ მაგდა პაპიძის დედამთილმა, ლილი მინდიკაურმა ერთ-ერთ თოქ -შოუში ისაუბრა მკვლელობის ღამეზე, სადაც ასევე გაიხსენა პაპიძეების ურთიერთობა. ლილი მინდიკაურის თქმით, დედა-შვილებს შორის არაჯანსაღი ურთიერობა იყო და ამის მოწმენი მეზობლებიც არიან.