ჯანდაცვა

ქატო და წყალი: ნინო სურგულაძის ცნობილი დიეტა – უსაფრთხოდ დაიკელით წონაში

 

წარმოგიდგენთ  მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძის დიეტას, რომელზეც მან ერთ-ერთ სატელევიზიო შოუში ისაუბრა. ნინო სურგულაძის თქმით, მან ამ დიეტით წონაში ეფექტურად და უსაფრთხოდ დაიკლო.

დიეტა გულისხმობს საკვების მირთმევამდე ქატოს მიღებას. სასურველია ის დასაწყისში მცირე რაოდენობით მიიღოთ, შემდეგ კი თანდათან გაზარდოთ დოზა.  აუცილებელია წყლის მიღება.

პირველ დღეებში ნახევარ ჩაის კოვზ ქატოს დაასხით ადუღებული წყალი  და გააჩერეთ გაგრილებამდე. გადაწურეთ და დარჩენილი მასა ისე მიირთვით. მიაყოლეთ წყალი. საკვები ქატოს მიღებიდან მხოლოდ ნახევარი საათის შემდეგ მიიღეთ. ქატოს სასურველი რაოდენობაა 30 გრამი დღეში. ყოველი კვების წინ ნახევარი საათით ადრე გაიმეორეთ ეს და შედეგი არ დააყოვნებს.

იტვირთბა....