ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ეს არის მარტივი სიცრუე” – ღუდუშაური რუსეთში ბიზნესელჩის დანიშვნაზე

პარტია “ქართული ოცნების” წევრის ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, საქართველოს რუსეთში ბიზნესელჩი არ დაუნიშნავს და გავცელებული ინფრომაცია სიცრუეა.

“ვიღაც ასე ადგა და სადღაც რაღაცას წარმოადგენს, კიდევ ერთხელ გიმეორებთ, როგორი შეხვედრაც არ უნდა იყოს, ვერცერთ შემთხვევაში, ეს არის მარტივი სიცრუე ერთი მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, რომ საქართელოს კანონმდებლობით საქართველოს ოფიციალურად წარმდგენას სჭირდება შესაბამისი პროცედურები, მათ შორის, დოკუმენტური დადასტურება ამისი” – აღნიშნა ალუდა ღუდუშაურმა.

შეგახსენებთ, რომან ბოკერია რუსეთში საქართველოს ბიზნესელჩად დაინიშნა. მან ვლადიმერ პუტინის წინაშე ქედი მოიხარა და განაცხადა, რომ იგი საქართვეკოს ბიზნესელჩია რუსეთში.

იტვირთბა....