aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“გულითადად გილოცავთ თქვენ და საქართველოს მეგობრულ ხალხს 26 მაისს” – ალიევის მილოცვა ზურაბიშვილს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ილჰამ ალიევი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. როგორც ალიევი წერს, ახლა ორ ქვეყანას აქვს კარგი შესაძლებლობა, რომ განავითარონ ორმხრივი ურთიერთობები, რომლებიც ქვეყნებისა და რეგიონის კეთილდღეობას შეუწყობს ხელს.

“ძვირფასო პრეზიდენტო, ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით გულითადად გილოცავთ თქვენ და საქართველოს მეგობრულ ხალხს 26 მაისს – დამოუკიდებლობის დღეს, გიგზავნით საუკეთესო სურვილებს. აზერბაიჯანისა და საქართველოს ურთიერთობების დღევანდელი დონე, რომელიც ჩვენი ხალხის ნებისგან გამომდინარეობს, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში მეგობრობით, კეთილმეზობლობითა და ჰარმონიით ცხოვრობდნენ, სასიამოვნოა.საერთო მხარდაჭერა და ნდობა, მჭიდრო თანამშრომლობა, საერთო ფართომასშტაბიანი რეგიონული პროექტები არის მთავარი ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობასა და ალიანსს. დღეს გვაქვს კარგი შესაძლებლობები რომ განვავითაროთ და გავამდიდროთ ჩვენი ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა, რომელიც მოემსახურება ჩვენი ქვეყნებისა და რეგიონის კეთილდღეობას და აამაღლებს ჩვენს პარტნიორობას უფრო მაღალ დონეზე. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხალხის ინტერესიდან გამომდინარე, ჩვენ ერთობლივად შევძლებთ ტრადიციულად მეგობრული აზერბაიჯანულ-ქართული ურთიერთობების განმტკიცებას, ჩვენი ნაყოფიერი თანამშრომლობის შემდგომ გაფართოებას, როგორც ორმხრივად, ისე მრავალმხრივად.
თქვენთვის ასეთ მნიშვნელოვან დღესასწაულზე, გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, წარმატებებს საქმიანობაში, ხოლო მეგობარ ქართველ ხალხს ვუსურვებ მშვიდობასა და კეთილდღეობას. პატივისცემით, ილჰამ ალიევი,” – წერს აზერბაიჯანის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილისთვის გაგზავნილ წერილში.

იტვირთბა....