ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რატომ არ იყო ირაკლი კობახიძე ღონისძიებაზე – რა ვერსიაზე საუბრობს ხუხაშვილი

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და იმ ვერსიაზე საუბრობს, თუ რატომ არ დაესწრო ირაკლი კობახიძე ღონისიებაზე:

რატომ არ მივიდა კობახიძე ღონისძიებაზე?
პასუხი, ჩემის აზრით, საკმაოდ მარტივია – ის მოერიდა სალომე ზურაბიშვილთან ახლო კონტაქტს.
ეს დამახასიათებელია პოლიტიკური სოციოპატისთვის, რომელსაც შეუძლია ყველაფერი თქვას და გაუკეთოს ადამიანს დისტანციაზე, მაგრამ უკიდურესად მხდალია პირდაპირ კომუნიკაციაში.
ის არის “ქილერი” რომელსაც შეუძლია ხელი მოაწეროს მილიონი ადამიანის დახვრეტას წარბშეუხრელად, მაგრამ შინაგანად იმდენად სუსტია, რომ თუნდაც ერთი მსხვერპლისთვის თვალებში ჩახედვის საშინლად ეშინია…

ავიაბილეთები

იტვირთბა....