დღეს, 26 მაისს, საქართელოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება, რასთან დაკავშირებითაც სხვადასხვა ქვეყნის ღირშესანიშნაობები საქართველოს დროშის ფერებში განათდა.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისთვის მიძღვნილი ღონისძიება დედაქალაქის მთავარ გამზირზე, თავისუფლებაზე გაიმართა, რომელსაც ქვეყნის პირველი პირები ესწრებოდნენ.
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, პარლამენტის შენობასთან ევროკავშირის დროშა არ აღმართეს, რასაც მოქალაქეებში საპროტესტო განწყობა მოჰყვა.
გაიმართა მსვლელობა, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დაიწყო, შემდეგ კი მონაწილეებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლეს.
ცნობისთვის, მონაწილეებს საქართველოსა და ევროკავშირის დიდი დროშები ჰქონდათ გამოტანილი,რომელთა მთავარი ლოზუნგი “წინ ევროპისკენ”, “საქართველო ირჩევს ევროპას” იყო, რომელიც მათ პოზიციას, საქართელოს ევროპისკენ სწრაფვას, გამოხატავდა.
შეგახსენებთ, საპროტესტო მსვლელობა პარტია “ლელო საქართველოსთვის” დააორგანიზა, რასაც სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები შეუერთდნენ.