aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სომხეთი საქართველოსთვის საიმედო მეგობარია და ეს ასე დარჩება – ფაშინიანის მილოცვა საქართველოს

aviabiletebi
ავიაბილეთები

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილის დამოუკიდებლობის დღის მისალოცი წერილი გაუგზავნა.

“თქვენო აღმატებულებავ,

გულითადად გილოცავთ თქვენ და მოძმე ქართველ ხალხს საქართველოს ეროვნულ დღესასწაულს – დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს.

საუკუნეზე დიდი ხნის წინ, ამ დღეს, ქართველმა ხალხმა გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგა დამოუკიდებლობის აღდგენისკენ, რათა აეშენებინა სახელმწიფო დემოკრატიულ ღირებულებებზე დაყრდნობით და დღესაც ასე თავდაჯერებულად აგრძელებს ამ გზას.

მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველოსთან ორმხრივი და კარგი მეზობლური ურთიერთობების გაღრმავება ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტია და ვიმედოვნებ, ჩვენი საერთო ძალისხმევით, ურთიერთობები საქართველოსა და სომხეთს შრის გააძლიერებს საერთო ინტერესების ყველა სფეროს ჩვენს ქვეყნებსა და ხალხს შორის.

ვსარგებლობ შესაძლებლობით და გისურვებთ ჯანმრთელობას და ნაყოფიერ აქტივობას, ხოლო ქართველ ხალხს ვუსურვებ მშვიდობასა და პროგრესს” – აღნიშნულია პრეზიდენტისთვის გაგზავნილ წერილში.

შეგახსენებთ, ნიკოლ ფაშინიანმა მისალოცი წერილი საქართელოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილსაც გაუგზავნა.

“გზა სახელმწიფოებრიობისაკენ ყოველთვის მარტივი არ იყო, თუმცა სომეხმა და საქართველოს ხალხებმა, თანმიმდევრული ბრძოლის დახმარებით, დაამტკიცეს თავისი უფლება დამოუკიდებელ სახელმწიფოზე და დღესაც თავიანთი მისწრაფებების ერთგული რჩებიან, რომ გააგრძელონ ახლო თანამშრომლობა სახელმწიფოს მშენებლობაში.

მე დარწმუნებული ვარ, რომ არსებული თანამშრომლობის პოტენციალი და ორი მეგობარი ქვეყნის სურვილი გააღრმაონ პარტნიორობა გაგრძელდება და ახალ ბიძგს მისცემს სომეხ და ქართველ ხალხებს შორის ძმური ურთიერთობის გაძლიერებას.

ძალიან ვაფასებთ მეგობარი საქართველოს მიღწევებს, გარწმუნებთ, რომ სომხეთი საქართველოსთვის საიმედო მეგობარია და ეს ასე დარჩება.

ვსარგებლობ შესაძლებლობით და გისურვებთ ჯანმრთელობას და ნაყოფიერ აქტივობას, ხოლო ქართველ ხალხს ვუსურვებ მშვიდობასა და პროგრესს” – განცხადებულია პრემიერ-მინისტრისთვის გაგზავნილ წერილში.

იტვირთბა....