aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რომელმა მაღალჩინოსანმა მიაყენა შეურაცხყოფა სალომე ზურაბიშვილს, როცა პრეზიდენტი დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებაზე სიტყვით გამოდიოდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

სალომე ზურაბიშვილის მწვავე გამოსვლის შემდეგ, “ქართული ოცნების” წევრი მიხეილ სარჯველაძე მედიასთან საუბრისას აღნიშნავს, რომ პრეზიდენტის გამოსვლა არ მოეწონა, მისი აზრით, ზურაბიშვილის სიტყვა შეუფერებლი იყო, მაგრამ ასევე ამბობს, რომ სიტყვა “მოღალატე” მას არ უხსენებია.

ტექსტი არ მახსოვს, მართლა არ მახსოვს რა თქმულა, მაგრამ რაც გამოითქვა, არაფერს ჩემთან მიმართებაში, მაგრამ ზუსტად გეუბნებით, რომ არცერთ სიტყვასთან დაკავშირებით რაც ირაკლი ქადაგიშვილმა თქვა, ჩვენმა ბევრმა თქვა, სხვათაშორის, ნამდვილად არავითარი პროტესტის ამ სიტყვებთან მიმართ არ გამაჩნია, იმიტომ, რომ ყველაფერი იყო სამართლიანი. უკმაყოფილებას კოლეგებს ვუზიარებდი, ახლა, რამდენად ხმამაღლა გამოვიდა, ტემბრი როგორი მქონდა, ნამდვილა ვერ აღგიწერთ ამას, – თქვა სარჯველაძემ.

პრეზიდენტის გამოსვლით უკმაყოფილებას არც ირაკლი ქადაგიშვილი მალავს. ის პირდაპირ ამბობს, რომ წამოძახილი მასაც ჰქონდა, თუმცა სიტყვა “მოღალატე” არც მას უხსენებია.

მე გავაპროტესტე, მაგრამ ეგ სიტყვა არ ყოფილა! ეგ შეიძლება ვიღაცამ თქვა. გავაპროტესტე, იმიტომ, რომ მისი სიტყვა არ შეეფერებოდა საქართველოს დამოუკიდებლობას, არ შეეფერებოდა დღევანდდელ ფიცის დადებას, არ შეეფერება საქართველოს, – ამბობს ქადაგიშვილი.

იტვირთბა....