aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ევროკავშირი გააგრძელებს თქვენს გვერდით დგომას დამოუკიდებლობის სრულად მიღწევამდე” – კრამონის მილოცვა დამოუკიდებლობის დღეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

მისი თქმით, ევროკავშირი საქართველოს გვერდში დგომას გააგრძელებს დამოუკიდებლობის სრულად მიღწევამდე.

“გილოცავთ, საქართველო! დამოუკიდებლობის აღდგენიდან 32 წელი გავიდა. როგორც საქართველოს დიდი მეგობარი და დიდი გულშემატკივარი, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ტაში დაგიკრათ და მოგილოცოთ. ევროკავშირი გააგრძელებს თქვენ გვერდით დგომას დამოუკიდებლობის სრულად მიღწევამდე. ეს არ არის ადვილი იმ დროს, როდესაც შინაგანი და გარეგანი საფრთხეები საქართველოს კვლავ სხვა (რუსეთის) მიმართულებით უბიძგებენ. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ დარწმუნებულები იყოთ, რომ ჩვენ ევროპის პარლამენტში გავაგრძელებთ თქვენს] მხარდაჭერას ევროპისკენ მიმავალ გზაზე. გილოცავთ!” – აღნიშნა ვიოლა ფონ კრამონიმ.

იტვირთბა....